რუსთავში, თბილისის ქუჩაზე კათოლიკური ეკლესია საზეიმოდ გაიხსნა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
რუსთავის ეკლესიის კურთხევის საზეიმო წმინდა წირვა კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ჯუზეპე პაზოტოსა და საქართველოში სამოციქულო ნუნცის, ყოვლადუსამღვდელოესობის, მეუფე ხოსე მეტენკურის მიერ აღევლინა.
საზეიმო წირვას რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სხვადასხვა რელიგიული კონფესიის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლება და მრევლი ესწრებოდა.
წლების განმავლობაში რუსთავში მცხოვრები კათოლიკეები სახლში ლოცულობდნენ, დღეიდან კი ისინი ლოცვას კათოლიკურ ეკლესიაში შეძლებენ.