სალომე ზურაბიშვილი - მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს, ვუერთდები თქვენს ზეიმს 
სალომე ზურაბიშვილი - მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს, ვუერთდები თქვენს ზეიმს 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომას ულოცავს ყველას, ვინც დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.

პრეზიდენტი მორწმუნეებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას უსურვებს.

„მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, ლუთერულ და სომხეთის სამოციქულო ეკლესიებსა და მათ მრევლს. ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს მრავალკონფესიურ და მრავალეთნიკურ ქვეყანაში დღეს ამ ბრწყინვალე ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს.

ვუერთდები თქვენს ზეიმს და გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას ერთიან, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.