რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა
რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა

რომის პაპმა, ფრანცისკემ კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა.

რომის პაპის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კანონის ცვლილების მიუხედავად, ხელდასხმული მღვდლობა კვლავ მამაკაცების უპირატესობა იქნება.

როგორც „ბიბისი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ქალების როლის ოფიციალური აღიარება, ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალები ზოგიერთ კათოლიკურ მსახურებაში უკვე მონაწილეობენ.

რომის პაპმა განაცხადა, რომ ქალებს „ძვირფასი წვლილი შეაქვთ“ ეკლესიაში. პაპის განკარგულებას თან ახლდა წერილი, რომელშიც განმარტებული იყო „სასწრაფო აუცილებლობა ეკლესიაში მონათლული ყველა მონაწილის პასუხისმგებლობის ხელახალი აღმოჩენისთვის და საერო პირთა მისიის შესახებ განსაკუთრებული ფორმით“.

კათოლიკურ ეკლესიაში ლექტორს შეუძლია წაიკითხოს ლოცვები და ისეთი წმინდა ტექსტები, როგორიცაა ფსალმუნები წირვისას და სხვა მსახურების დროს, მაგრამ სახარებას კითხულობს მღვდელი ან დიაკვანი.