რუსთავში „ფორსაჟი 9“-ის (Fast and Furious 9) გადაღებები მიმდინარეობს.
გადაღებების გამო, 3 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მოძრაობა გადაკეტილი იქნება მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩებზე.
ამასთან, ფილმის ეპიზოდების გადაღებებში უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენიც ჩაერთო.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „უნივერსალ ფიქჩერსის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „ფორსაჟი 9“ ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოს თბილისში დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდება.
გადასაღები მოედნიდან ფოტოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივები ავრცელებენ.