მზადება „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადასაღებად - ირაკლი გედენიძის ფოტოამბავი
მზადება „ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადასაღებად - ირაკლი გედენიძის ფოტოამბავი

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის, Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება საქართველოში ხვალიდან დაიწყება და 20 სექტემბერს დასრულდება.

გადაღებებისთვის შერჩეულია ლოკაციები თბილისსა და რუსთავში, კერძოდ, გადაღება განხორციელდება რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, თავისუფლების მოედანზე, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორიაზე.​

ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღების სამზადისი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ფოტოობიექტივში მოხვდა.