„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები რუსთაველზე - მირიან მელაძის ფოტოამბავი
„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები რუსთაველზე - მირიან მელაძის ფოტოამბავი

​პირველი სექტემბრის ჩათვლით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის („ფორსაჟი 9“) ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედნიდან ყოფილი ფოსტის შენობამდე.

აღნიშნულ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

რუსთაველის გამზირზე ფილმის გადაღებები უკვე მიმდინარეობს.

„ფორსაჟი 9“-ის გადამღებმა ჯგუფმა იქამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე იმუშავა.