ეროვნული არქივი ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე საკუთარი პროგრამითაა წარმოდგენილი

20:43, 26.09.2022

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფილმები ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზეა წარმოდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული არქივი ავრცელებს.

„25 სექტემბერს მაყურებელმა იხილა ოთარ იოსელიანის ფილმები: „საპოვნელა“, „აპრილი“ და „თუჯი“; 27 სექტემბერს, 18:00 საათზე კი ნაჩვენები იქნება კინოპროგრამა „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში“ – ფილმები: „წყალტუბო“  (1957);  რეჟისორი ვლადიმერ ალავიძე; „ქუთაისი“, (1945), რეჟისორი შალვა ჩაგუნავა; „ერთი დღე ქუთაისში“  (1967). რეჟისორი შალვა ხომერიკი.

ფესტივალი, რომელსაც 24-29 სექტემბერს ქუთაისის კინოთეატრი „საქართველო“ მასპინძლობს, ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და „თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით ტარდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი