ეროვნული არქივი ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე საკუთარი პროგრამითაა წარმოდგენილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ფილმები ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალზეა წარმოდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული არქივი ავრცელებს.
„25 სექტემბერს მაყურებელმა იხილა ოთარ იოსელიანის ფილმები: „საპოვნელა“, „აპრილი“ და „თუჯი“; 27 სექტემბერს, 18:00 საათზე კი ნაჩვენები იქნება კინოპროგრამა „ქუთაისი და წყალტუბო საბჭოთა კინოქრონიკაში“ – ფილმები: „წყალტუბო“ (1957); რეჟისორი ვლადიმერ ალავიძე; „ქუთაისი“, (1945), რეჟისორი შალვა ჩაგუნავა; „ერთი დღე ქუთაისში“ (1967). რეჟისორი შალვა ხომერიკი.
ფესტივალი, რომელსაც 24-29 სექტემბერს ქუთაისის კინოთეატრი „საქართველო“ მასპინძლობს, ქუთაისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და „თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით ტარდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.