რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ [ფოტო]
რუსთავში ხანძრი ლიკვიდირებულია. ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ხანძარი რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე წუხელ გაჩნდა. დამწვარია 900კვ.მ. ფართი.
ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.