რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას შვიდი თვის მუშაობის ანგარიში წარუდგინა
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა საზოგადოებას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
რუსთავის საკრებულოს ინფორმაციით, ონიანმა რუსთაველებს თვითმმართველობის ორგანოს 7 თვის მუშაობის შედეგები გააცნო. მოხსენებაში მან საკრებულოში ინიცირებულ საკითხებზე, რუსთავში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა სახის პროექტებზე ისაუბრა.
პრეზენტაციას, ქვემო ქართლის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენელები ესწრებოდნენ.