რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას ითხოვენ
რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ავტობუსების მძღოლები მგზავრობის საფასურის გაზრდას მოითხოვენ.
როგორც მათ აქციაზე განაცხადეს, საწვავისა და ავტონაწილების ფასები გაიზარდა, შესაბამისად, ავტომობილების შენახვისთვის მეტი თანხაა საჭირო, რასაც ვერ ახერხებენ.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ავტობუსებით მგზავრობა 1.50 ლარი ღირს. მძღოლების მოთხოვნაა, მგზავრობის საფასურმა 2 ლარამდე მოიმატოს.