რუსთავ-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს
რუსთავ-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს

რუსთავ-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს. მათ დახმარება პროფკავშირებს სთხოვეს. ტრანსპორტის პროფკავშირები მძღოლებს თანადგომას უცხადებს. მძღოლები რუსთავის მერისგან ბოდიშს ითხოვენ და ამბობენ, რომ ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივლენ. ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას განცხადებით, მერიას ერთი თვით ადრე ეცნობა იმის შესახებ, რომ ტარიფის გაზრდას აპირებდნენ. მისი განმარტებით, ყველა საკითხი ცივილურად, სასმართლოში უნდა გადაწყდეს და არა ქუჩაში. მისი განმარტებით, დაუშვებელია მძღოლზე ზეწოლა და არცერთ დასაქმებულს თმის ღერი არ ჩამოუვარდება.

„აღნიშნული საკითხის მოგვარების ორი გზა არსებობს. ერთი – თუკი მერია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობები დაირღვა, უნდა მიმართოს სასმართლოს. გარდა ამისა, არის მეორე გზა – სუბსიდირება, ისე, როგორც დედაქალაქში მოხდა“, – აცხადებს ლავრენტი ალანია.

რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ორ დღეში საკრებულოს სხდომათა დარბაზში აქციის მონაწილეების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.

რუსთავი-თბილისის ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და ორი ლარი გახდა.