რუსთავის საკრებულოს სხდომაზე მგზავრობის საფასურის მატება გააპროტესტეს
რუსთავის საკრებულოს სხდომაზე მგზავრობის საფასურის მატება გააპროტესტეს

რუსთავის საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ კამათის ფონზე ჩაიარა. საკრებულოს სხდომაზე აქციის მონაწილეებმა თბილისისკენ მოძრავი ტრანსპორტის ფასის შემცირების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვეს.

რუსთავის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, კომპანიის მიმართ კონკრეტული სანქციები უკვე ამოქმედდა. სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ ორ დღეში საკრებულოს სხდომათა დარბაზში აქციის მონაწილეების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება.

დღეს საღამოს მძღოლები პარალელურ აქციას გეგმავენ, რომელსაც ტრანსპორტის პროფკავშირებიც შეურთდება.

რუსთავი-თბილისის ტრანსპორტით მგზავრობა 50 თეთრით გაძვირდა და ორი ლარი გახდა.