დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ
დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გამო, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ.

ინფორმაციას კომპანია „ინტერტრანსი“ ავრცელებს.

„მოგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება, კერძოდ, დიდ ქალაქებში მათ შორის რუსთავში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის მიკროავტობუსებითაც. დაწესებული შეზღუდვების გამო, 9 ნოემბრიდან განსხვავებული გრაფიკით იმუშავებენ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები.

კონკრეტულად:

▪️ თოდრიის ქუჩიდან დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ მე-12 მიკრორაიონიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ ძველი ბაზრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ მეგობრობის გამზირიდან კონკრეტულად კი გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარკეთილის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ რუსთავის რკინიგზის სადგურიდან (ე.წ 96- სამარშრუტო ხაზი) დიდუბის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ ფიროსმანის ქუჩიდან (ე.წ ალდაგის სამარშრუტო ხაზი) სპორტის სასახლის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 გამოვა;

▪️ მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან, გლდანის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:00 საათზე გამოვა;

▪️ ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ისთ ფოინთის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 19:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:30 საათზე გამოვა;

▪️ მე-19 მიკრორაიონიდან, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, რუსთავიდან ბოლო მარშრუტი 18:30 საათზე შესრულდება.

თბილისიდან ბოლო სატრანსპორტო საშუალება 20:00 საათზე გამოვა;

უცვლელი რჩება რუსთავიდან ლილოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მოძრაობის გრაფიკი. (თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება)

კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

ცნობისთვის, „კოვიდ -19“-ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე, კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. ყველა ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრაობს, ყოველდღიურად გადის დეზინფექციას.

„ინტერტრანსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები“,- აღნიშნულია კომპანია „ინტერტრანსის“ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი