ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან აქცია დასრულდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ დღეისთვის აქციას ასრულებენ და ხვალიდან განაახლებენ.
შეკრებილების თქმით, აქციები მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობამ აიღოს პასუხისმგებლობა ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო. მათივე თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ადგილზე შეკრებილები ასევე გამოეხმაურნენ „რუსთავი 2“-ის განცხადებას გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების ორი თვით შეჩერების შესახებ. მათი თქმით, უფლებამოსილების ორთვიანი შეწყვეტა არ არის მისაღები და გიორგი გაბუნიამ უნდა დატოვოს ტელეკომპანია.