ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომპანია არ განაახლებს მაუწყებლობას, ვიდრე „არხის უსაფრთხოება არ იქნება დაცული“.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-თან მიმდინარე აქცია არის ხელისუფლების მართული და პირდაპირი მცდელობა არხში შეჭრის და ხელში ჩაგდების.

„ეს ბრბო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლება, არის საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობა“, – აღნიშნა გვარამიამ.