„რუსთავი 2“-ის ოფისთან მოქალაქეები იკრიბებიან

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან მოქალაქეები იკრიბებიან.

აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა.

პროტესტის მიზეზი „რუსთავი 2“-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.

მოქალაქეთა ნაწილი აცხადებს, რომ გიორგი გაბუნიამ ბოდიში უნდა მოიხადოს. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი გიორგი გაბუნიას მიერ „რუსთავი 2“-ისა და ქვეყნის დატოვებას ითხოვს.

აქციაზე გამომსვლელთა ნაწილი „რუსთავი 2“-ის დახურვას ითხოვს.

მათი თქმით, გიორგი გაბუნიას დღევანდელი მონოლოგი სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის მსგავსი პროვოკაცია იყო.