რუსთაველის თეატრი სალონიკში, დიმიტრიას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
რუსთაველის თეატრი დიმიტრიას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება. სალონიკის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ 53-ე დიმიტრიას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რუსთაველის თეატრი 16 ოქტომბერს რობერტ სტურუას სპექტაკლს „მარია კალასი. გაკვეთილი“ წარადგენს. სპექტაკლში გამოყენებულია ვერდის, ბელინისა, პუჩინის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, დავით დარჩია, ლელა ახალაია, არჩილ გოგიტიძე, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი. სპექტაკლი ლეგენდარული მარია კალასის რთული ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.
დიმიტრიას საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა საბერძნეთისთვის და განსაკუთრებით ქალაქ სალონიკისთვის.