ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტ-Art მაყურებელს ცნობილი მუსიკოსების მონაწილეობით მუსიკალურ პროექტს „ნოსტალგია“ შესთავაზებს. საღამო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, სანდრო ნებიერიძე, დავით მალაზონია, პაპუნა შარიქაძე, დავით ჯაფარიძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, რეზო კიკნაძე, ლევან კემულარია.ასევე, წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.
საღამოზე შესრულდება ქართველი კომპოზიტორის ენრი ლოლაშვილის კინომუსიკა და რჩეული კომპოზიციები, რომელიც ავტორმა საფრანგეთში ცხოვრების დროს შექმნა.
გაერთიანება კონცეპტ-Art-ის მუსიკალური ღონისძიება პირველ ივლისს გაიმართება.