რუსთაველის თეატრი „ძველი ბერძნული დრამის“ საერთაშორისო ფესტივალზე მიემგზავრება
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ძველი ბერძნული დრამის“ საერთაშორისო ფესტივალზე საბერძნეთში მიემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქართული დასი ფესტივალზე სპექტაკლ „ელექტრას“ წარმოადგენს.
სპექტაკლები 25 და 27 ივლისს გაიმართება.
სოფოკლეს „ელექტრა“ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ბერძენმა რეჟისორმა, გრიგორის კარანტინაკიმ 2014 წელს დადგა.
ბერძენთა შორის ყველაზე სისხლიანი გვარის ისტორიის მთავარი გმირი ელექტრაა, დადგმის მთელ ექსპრესიას კი შურისძიებისა და ძალაუფლების წყურვილით შეპყრობილი ადამიანები ქმნიან..