რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზაზე კვლავ კარვები აქვთ გაშლილი. ადგილზე რჩება ზაზა სარალიძე, ასევე აქციის რამდენიმე მონაწილე.
ავტომობილებს მხოლოდ ქაშვეთის ეკლესიამდე, ასევე თავისუფლების მოედნიდან კინოთეატრ „რუსთაველამდე“ შეუძლიათ გადაადგილება, ხოლო შემდეგ მიმდებარე ქუჩებზე უხვევენ.