შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ყაზახეთის მოქალაქე, მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე ყაზახეთის მოქალაქე, მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს რუსთაველის გამზირზე ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მთავრი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა.

„დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის ადგილზე დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი დანა აღმოაჩნდა”, – აღნიშნა ჭელიძემ.