აქციის მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს [ფოტო/ვიდეო]

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა კარვები საავტომობილო გზაზე გადაიტანეს. ამ თხოვნით მათ ზაზა სარალიძემ მიმართა.

როგორც სარალიძემ განაცხადა, ის მარტო გააგრძელებს პროტესტს რუსთაველის გამზირზე და თუ მას ხელისუფლება გაწირავს, მოუწევთ რუსთაველის გამზირიდან მისი ძალით გაყვანა.

„სისტემამ გადაწყვიტა ჩვენი განადგურება, ამიტომ აქ მინდა მოვუხმო ჩემს რამდენიმე მეგობარს, დაგვეხმაროს კარვების გზაზე გადატანაში. ჩვენ მარტო გავაგრძელებთ ბრძოლას. გადაწყვიტეს განადგურება, მაშინ დაგვხოცონ იქ. მე ჩემი შვილის გულისთვის თავს გავწირავ. მეგობრებო, დაგვეხმარეთ კარვების გადატანაში“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.