რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ცენტრზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა
რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ცენტრზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ცენტრზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. უკვე ცნობილია, რომ დაზიანებულია მანქანები და შენობები.