აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს სიძლიერით და სიბრძნით.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ყოველწლიური ფორუმის მონაწილეებისადმი მოკლე ვიდეომიმართავში განაცხადა.
როგორც უკრაინული მედია წერს, დონალდ ტრამპმა თავისი ვიდეომიმართვა გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თხოვნით ჩაწერა.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ომს სწრაფად დაასრულებს. ამასთან, მან კვლავ აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში ეს ომი არ დაიწყებოდა.
„53 დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს. ეს არჩევნები ბევრ რამეს შეცვლის, მათ შორის, ამ ომთან მიმართებაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.