რუსი სამხედროების მიერ გატაცებული თამაზ ილურიძე გათავისუფლებულია
რუსი სამხედროების მიერ გატაცებული თამაზ ილურიძე გათავისუფლებულია

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია. თამაზ ილურიძემ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ის ჯარიმის გადახდის გარეშე გაათავისუფლეს.

თამაზ ილურიძის გათავისუფლებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

გათავისუფლებულს შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში გადაიყვანენ, სადაც ის სამართალდამცველებს დაკავებისა და გათავისუფლების დეტალებზე მოუყვება.

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე გუშინ დააკავეს. ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმაგაქცევა მოახერხა.