სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს
სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანთან რუსმა სამხედროებმა ადგილობრივი მაცხოვრებელი თამაზ ილურიძე დააკავეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს სოფელ ფლავისმანში მერიის წარმომადგენელმა ზაზა კორინთელმა დაუდასტურა.

თამაზ ილურიძე სოფლის საძოვარზე საქონელს თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა. რუსმა სამხედროებმა ორივე მწყემსი დააკავეს, თუმცა ერთ-ერთმა, გელა გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა. მას სამართალდამცველები კითხავენ.

სოფელი ფლავისმანი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს.