საქართველოს პარლამენტის წევრები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის წევრები სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და პარლამენტის წევრები მიხეილ სარჯველაძე, გენრიეტა წიწავა და ალექსანდრე ტაბატაძე სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, მდინარე ენგურის ხიდთან და სოფელ რუხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი უფლებრივი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

შეხვედრის ორგანიზება განხორციელდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობის ფარგლებში, რომლითაც გათვალისწინებულია საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროების შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირება. დაგეგმილია შეხვედრების გაგრძელება სხვადასხვა ჯგუფთან.

შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, მამუკა წოწერიას მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.