რუსეთში, საზაფხულო ბანაკში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
რუსეთში, ხაბაროვსკის რეგიონში, საზაფხულო ბანაკში გაჩენილი ხანძრის გამო ოთხი ბავშვი დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ერთმანეთთან მჭიდროდ მდგარი 26 კარვიდან, 20 მთლიანად განადგურდა. სამი ბავშვი ძლიერი დამწვრობით ხაბაროვსკში ვერტმფრენით გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარება დასჭირდა ხუთ ზრდასრულ ადამიანსაც.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ევაკუირებული ბავშვები ახლო მდებარე სამთო კურორტზე გაგზავნეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.