რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა „როსკომადზორმა“ WhatsApp-ის 329 IP მისამართი დაბლოკა. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Meduza იუწყება.
გამოცემის ცნობით, ზედამხედველის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი Facebook-ის მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის ახალი შემთხვევა გახდა. ინფორმაციის განმარტება „როსკომადზორმა“ Facebook-ს დაუყოვნებლივ მოსთხოვა. სამსახურს სურს გაარკვიოს, მართლაც მოხდა თუ არა რუს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გაჟონვა.
რამდენიმე IP მისამართი Meduza-მ „როსკომადზორის“ ვებგვერდზეც გადაამოწმა. როგორც იქ წერია, წვდომა შეზღუდულია გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება 31.27.2018/Ид2971-18-ის საფუძველზე.
ამავე გადაწყვტილების საფუძველზე, ცოტა ხნის წინ „როსკომადზორმა“ ჩანაწერში ჩაამატა პოპულარული ჰოსტინგ-პროვაიდერების მილიონობით IP მისამართი, როდესაც Telegram-ის დაბლოკვა სცადა.
წყარო: meduza.io