რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში Facebook-ზე - ყველაფერი F8 კონფერენციიდან
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში Facebook-ზე - ყველაფერი F8 კონფერენციიდან

Facebook-ის კონფერენცია F8-ის პირველივე დღე განცხადებებითა და განახლებებით დახუნძლული აღმოჩნდა. F8 არის Facebook-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც კალიფორნიაში იმართება.

გთავაზობთ 10 მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მარკ ცუკერბერგის გამოსვლიდან გახდა ცნობილი.

 

1. გაცნობის სერვისი FaceDate

Facebook-ი პარტნიორის პოვნის ფუნქციას უშვებს. შეგეძლებათ გააკეთოთ ახალი პროფილი, რომელიც თქვენს ძირითად ანგარიშს დაუკავშირდება, მაგრამ ხილული იქნება მხოლოდ იმ არამეგობრებისთვის, რომლებიც ასევე ეძებენ პარტნიორს. მონაცემების დამთხვევის საფუძველზე, Facebook-ი თავად შეგირჩევთ თქვენს ინტერესებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტნიორს; შეტყობინებები ინბოქსში შემოგივათ და არა Messenger-ში.

 

2. ისტორიის გასუფთავება

Facebook-ი მუშაობს ისტორიის გასუფთავების ახალ ხელსაწყოზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი წაშლის Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოების მიერ სხვადასხვა საიტებიდან და აპლიკაციებიდან შეგროვებულ მონაცემებს. მაგალითად, მარტივად შეგეძლებათ Facebook-ის მონაცემებიდან ბრაუზინგის ისტორიის წაშლა. ცუკერბერგი ამ პროცესს ბრაუზერის ისტორიიდან cookies-ის წაშლას ადარებს. ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა კონფიდენციალურობისთვის, რადგან Facebook-ი გაცილებით ნაკლებად პერსონალიზებული გახდება.

 

3. ვიდეოჩატი და ჩაგვრის საწინააღმდეგო ხელსაწყო Instagram-ზე

Instagram-ი ვიდეოჩატს უშვებს. გარდა ამისა, პლატფორმას ასევე დაემატება ახალი ფილტრი, რომელიც მომხმარებლებს მჩაგვრელი კომენტარებისგან დაიცავს.

 

4. Facebook-ი კვლავ გახსნის მისი აპლიკაციის მიმოხილვის პროცესს

Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ, აპლიკაციის მიმოხილვის პროცესი კვლავ გაიხსნება, რაც ნამდვილად კარგი სიახლეა დეველოპერებისთვის.

 

5. Oculus Go მხოლოდ 199$-ად

Facebook-ის ვირტუალური რეალობის ხელსაწყო Oculus Go გაყიდვაში ჩაეშვება. 32 GB მეხსიერების მქონე ვერსიის ფასი 199$ იქნება, 64 GB-იანი ვერსია კი 249$ ეღირება.

 

6. Messenger-ი გამარტივდება, დაემატება თარგმნის ფუნქცია

Messenger-ში თარგმანის ფუნქციის არარსებობას Facebook-ის მნიშვნელოვან ნაკლად მიიჩნევენ. სულ მალე, აშშ-ის ბაზრისთვის ხელმისაწვდომი გახდება ინგლისურ-ესპანური მიმოწერების თარგმნა. გარდა ამისა, უფრო სუფთა დიზაინისთვის, Facebook-ი Messenger-იდან ამოიღებს კამერისა და თამაშების ტაბებს.

 

7. ვირტუალური მოგონებები და 3D ფოტოები

სიახლეთა ზოლში Facebook-ს 3D ილუსტრაციები დაემატება. ასევე დაგეგმილია 2D ფოტოების ჩართვა ვირტუალურ მოგონებებში — ეს გახლავთ 3D გარემო, რომელიც აწყობილია ღრუბლის ფორმის წერტილებით.

 

8. WhatsApp-ის Stories-ის მომხმარებელთა რიცხვმა 450 მილიონს მიაღწია

Snapchat Stories-ის ასლს, WhatsApp Stories-ს ყოველდღიურად უკვე 450 აქტიური მომხმარებელი ჰყავს. ეს რიცხვი ორჯერ აჭარბებს მთლიანად Snapchat-ის აპლიკაციის მომხმარებელთა ოდენობას. გარდა ამისა, WhatsApp-ი ასევე ამატებს სტიკერებსა და ჯგუფურ ვიდეოზარებს.

 

9. Facebook-ისა და Instagram-ი Stories-ების გაზიარება სხვა აპლიკაციებიდან

Spotify-ს, SoundCloud-ის, GoPro-სა და სხვა აპლიკაციებს შეეძლებათ ფოტოები და ვიდეოები პირდაპირ acebook-ისა და Instagram-ის Stories-ებში გააზიარონ.

 

10. Oculus TV

Oculus-ს სურს, რომ ტელევიზიას მის ახალ მოწყობილობა Go-ში უყუროთ. პირველად წარსდგება Facebook Watch, მაგრამ თანდათან გამოვა Netflix-ისა და Hulu-ს მსგავსი აპლიკაციები.

 

მომზადბულია TechCrunch-ის მიხედვით

დატოვე კომენტარი