WhatsApp თითქმის ერთი საათით გათიშული იყო
WhatsApp თითქმის ერთი საათით გათიშული იყო

მიმოწერის პოპულარული აპლიკაცია WhatsApp 30 ნოემბერს, დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში გათიშული იყო.

ამის შესახებ WhatsApp-ის წარმომადგენლობაში აცხადებენ. მათივე თქმით, ეს შეფერხება უკვე აღმოფხვრილია და აპლიკაციით სარგებლობა კვლავ შესაძლებელია. WhatsApp-ს ყოველდღიურად ერთი მილიარდი ადამიანი იყენებს.
აპლიკაციის ხარვეზი ყველაზე დიდხნიანი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებსა და ბრაზილიაში იყო. downdetector.com-ის ცნობით, რომელიც სატელეკომუნიკაციო სამსახურების ხარვეზებზე მუშაობს, WhatsApp თითქმის ერთი საათით იყო მიუწვდომელი.
WhatsApp, რომელიც Facebook-მა 2014 წელს 19 მილიარდ დოლარად შეიძინა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმოწერის აპლიკაციაა.

შეფერხებებით მუშაობდა Facebook-იც.  პრობლემა ჰქონდა, როგორც დესკტოპ ვერსიას, ისე აპლიკაციას.