რატომ მუშაობს Facebook შეფერხებით - მიზეზები
რატომ მუშაობს Facebook შეფერხებით - მიზეზები

​ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook შეფერხებით მუშაობს. პრობლემა აქვს, როგორც დესკტოპ ვერსიას, ისე აპლიკაციას. როგორც ბრიტანული გამოცემა express.co.uk წერს, სოციალურ ქსელი შეფერხებით ძირითადად ევროპის მასშტაბით მუშაობს.

საიტზე Down Detector, სადაც მომხმარებლებზე დაყრდნობით სოციალური ქსელის მუშაობა ფასდება, დღეს დილიდან უამრავი შეტყობინება შევიდა. მომხმარებლები იმ პრობლემებზე წერენ, რომელიც ფეისბუქის მოხმარებისას იჩენს თავს. პრობლემების ჩამონათვალში ძირითად ადგილს, მესენჯერის გაუმართაობა, ვებგვერდის ჩატვირთვა და სურათების რთულად გამოჩენის პრობლემა იკავებს.

რუკაზე წითლად და ყვითლად ის რეგიონებია აღნიშნული, სადაც ფეისბუქს პრობლემა აქვს. საქართველო ყვითელ ზონაშია მოქცეული.

ფეისბუქმა პრობლემების შესახებ საკუთარი მომხმარებელი წინასწარ უკვე გააფრთხილა. კომპანიის განცხადებით, 30 ნოემბერს მესენჯერის აპლიკაციას და შესაძლოა, თავად ფეისბუქის დესკტოპ ვერსიასაც პრობლემა შექმნოდა.

​კომპანიის განცხადებით, პრობლემა ახალი ფუნქციის დამატებამ გამოიწვია. ამ დროისათვის ფეისბუქი მესენჯერში 4K სურათების გაგზავნის ხელსაწყოს ამატებს. ფეისბუქის ოფიციალური წარმომადგენლობის განცხადებით, აღნიშნული პრობლემებიც სწორედ ამ განახლების ბრალია. მათივე თქმით, ყველა პრობლემა რამდენიმე საათში აღმოიფხვრება.

ფეისბუქი საკუთარ მომხარებლებს ბოდიშს უხდის და ამასთანავე ურჩევს, განაახლონ ფეისბუქის მობილური აპლიკაცია და მესენჯერი.