რუსეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები შეხვედრაზე ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავენ
ქალაქ სოჭში, რუსეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტები შეხვედრაზე ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავენ.
მილოშ ზემანი რუსეთს 21 ნოემბერს ესტუმრება.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის პრეზიდენტი 22 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრ, დიმიტრი მედვედევსაც შეხვდება, რის შემდეგაც რუსეთ-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვა.
რუსული მედიის ინფორმაციით, 23 ნოემბერს მილოშ ზემანი კიდევ ერთ ბიზნეს ფორუმს ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დაესწრება.
ზემანი 2018 წლის იანვარში დაგეგმილ ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ მიიღებს.