ჩეხეთის პრეზიდენტი - დასავლეთი უნდა იყოს მზად, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება
ჩეხეთის პრეზიდენტი - დასავლეთი უნდა იყოს მზად, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი უნდა იყოს მზად, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება. ეს განცხადება ნატო-ს ყოფილმა მრჩეველმა, გადამდგარმა გენერალმა და ამჟამად ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ბრიტანულ გარდიანთან ინტერვიუში გააკეთა.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა წავახალისოთ უკრაინელები და მხარი დავუჭიროთ, რომ წარმატებულები იყვნენ. მაგრამ შინაგანად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სხვა არაპროგნოზირებადი სიტუაციებისთვისაც“, – განაცხადა პაველმა.

მისივე თქმით, კიევში აცნობიერებენ, რომ რუსეთის არასწორად შეფასება არ შეიძლება, რადგანაც „რუსებს ჰყავთ საკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა, ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი ტექნიკა, შეიძლება უფრო ძველი და, შესაძლოა, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც აქვთ საკმარისი რაოდენობით არტილერია და ბევრი საბრძოლო მასალა.

„და ცხადია, თავდაცვაში ყოფნის დროს მათ საქმე უადვილდებათ, რადგანაც უკრაინა საშინელ დანაკარგს განიცდიდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები კარგად იქნებოდნენ მომზადებულები. ამიტომ ისეთ მტერზე თავდასხმა, როგორიც რუსეთია, ძალიან რთული იქნება და მოულოდნელობის ეფექტის შექმნა მეორედ არ გამოვა.

უკიდურესად მავნე იქნება უკრაინისთვის, თუ კონტრშეტევა ჩავარდება, რადგანაც მათ მეორე შანსი არ ექნებათ, ყოველ შემთხვევაში, წელს“, – განაცხადა პაველმა.