ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა
ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა

ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს გაწევრიანება გეოპოლიტიკური აუცილებლობაა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა, ევროკავშირში ჩეხეთის გაწევრიანების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნები დარჩებიან რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ მოთამაშეთა წყალობაზე, რომლებიც ცუდად ფიქრობენ ევროპაზე.

პეტრ პაველის განცხადებით, მიუხედავად კატასტროფული პროგნოზებისა, ჩეხური იდენტობა ევროკავშირში ყოფნის 20 წლის შემდეგ არ განელებულა, პირიქით, უფრო გამოხატულია.