ჩეხეთის პრეზიდენტი ისევ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ოპოზიციის ლიდერის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა კვლავ გადაიდო
ჩეხეთის პრეზიდენტი ისევ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ოპოზიციის ლიდერის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა კვლავ გადაიდო

ჩეხეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. მილოშ ზემანი იძულებული გახდა, საავადმყოფოში დაბრუნებულიყო.

77 წლის ზემანი ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში სხვა ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო მკურნალობდა ჰოსპიტალში. რამდენიმე დღის წინ ის სახლში დაბრუნდა, თუმცა როგორც „როიტერი“ წერს, კოვიდტესტის დადებითი პასუხის გამო, ის კვლავ გადაიყვანეს ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში.

მილოშ ზემანის ჰოსპიტალიაზაცია ნიშნავს, რომ ზემანი ვერ წარადგენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ოპოზიციონერ პეტრ ფიალას, რომლის პარტიამაც არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი სამჯერაა ვაქცინირებული და „კოვიდ-19“-ის სიმპტომები არ აღენიშენება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ზემანის სამუშაო განრიგით გათვალისწინებული ღონისძიებები მკურნალობის დასრულებამდე გადაიდო.

ჩეხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში პირველად საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაიყვანეს, რომელშიც მისმა მოკავშირე პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა წააგო და გამარჯვება ოპოზიციამ მოიპოვა.

დატოვე კომენტარი