რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი საქართველოშია
რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე არკადი დვორკოვიჩი საქართველოშია

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე არკადი დვორკოვიჩი საქართველოშია. ის ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადას ესწრება და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია. არჩევნები ბათუმში 3 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი დვორკოვიჩს პირველი არხი ესაუბრა.

„რთული წინასაარჩევნო კამპანიაა, მძაფრი კონკურენციით. ვარწმუნებთ ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, რომ ჩვენი პროგრამა უკეთესია. ვსაუბრობთ საჭადრაკო ფედერაციის 188 წევრი ქვეყნის საჭიროებებზე. რა თქმა უნდა, ჩვენი კონკურენტები, საჭადრაკო სამყაროს მეგობრებიც იმავეს აკეთებენ. ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა“, – განაცხადა დვორკოვიჩმა.

FIDE-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გუშინ საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნასაც დაესწრო.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, საქართველოსა და აჭარის მთავრობებს. გახსნის ცერემონია იყო შესანიშნავი. იმედია, ორგანიზაციულად ყველაფერი კარგად ჩაივლის – ოლიმპიადაზეც, კონგრესზეც, გენერალურ ასამბლეაზეც“, – დასძინა დვორკოვიჩმა.