ფიდე-ს ხელმძღვანელმა, არკადი დვორკოვიჩმა უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო
ფიდე-ს ხელმძღვანელმა, არკადი დვორკოვიჩმა უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ხელმძღვანელმა არკადი დვორკოვიჩმა, რომელიც 2012-2018 წლებში რუსეთის ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა, ამერიკულ გამოცემა Mother Jones-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო.

„ომები ყველაზე ცუდი რამ არის ცხოვრებაში. ნებისმიერი ომი, სადაც არ უნდა იყოს, მათ შორის ეს ომი. ომებს არა მხოლოდ მიაქვს ადამიანების ძვირფასი სიცოცხლე, ომს მიაქვს ოცნებები და მისწრაფებები, ყინავს და ანადგურებს ურთიერთობებსა და კავშირებს“, – განაცხადა დვორკოვიჩმა.

მიმდინარე თვის დასაწყისში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებმა ერთხმად დაგმეს რუსეთის ინტერვენცია და რუსეთსა და ბელარუსს საჭადრაკო ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალეს. ორგანიზაციამ ასევე ჩამოართვა ელჩის წოდება ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონ ანატოლი კარპოვს, რომელიც ამჟამად რუსეთის დუმის წევრია და ხმა მისცა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარების გადაწყვეტილებას.