ჭადრაკი შესაძლოა ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანონ
ჭადრაკი შესაძლოა ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანონ

ჭადრაკი, შესაძლოა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშების პროგრამაში შეიტანონ. ინიციატივის მხარდამჭერი აქციები ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის არკადი დვორკოვიჩის ხელმძღვანელობით უკვე დაიწყო.

არკადი დვორკოვიჩის გარდა საფრანგეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი ბაშარ კოტლი, საფრანგეთის ექვსგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ოსტატი სოფია მილიეტი აქტიურად მუშაობენ, რათა ჭადრაკი 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვიხილოთ.

ჭადრაკი არის ბრძოლა დაფაზე და არაერთხელ დაამტკიცა, რომ რაპიდი და ბლიცი მაყურებლისთვის საინტერესო და სანახაობრივია. ეს სწორედ ის ფორმატია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში ჩაერთოს.