რუსეთის უშიშროების საბჭო - ქურთებისთვის იარაღის გადაცემით, აშშ-მა თურქეთის პროვოცირება მოახდინა, რომ აფრინში სამხედრო ოპერაცია დაეწყო
ქურთებისთვის თანამედროვე იარაღის გადაცემით, აშშ-მა თურქეთის პროვოცირება მოახდინა, რომ აფრინის ოპერაცია დაეწყო, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოში განაცხადეს.
„ქურთები მოწინავე შეიარაღებით ძლიერდებიან. მათთვის შეიარაღების მიცემამ და ქურთებს შორის სეპარატისტული განწყობების წახალისებამ თურქეთის პროვოცირება მოახდინა, რომ აფრინში სამხედრო ოპერაცია დაეწყო“, – განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრ ვენედიქტოვმა.
სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია 20 იანვარს დაიწყო.
ანკარა ქურთულ სამხედრო ჯგუფებს ტერორისტებად განიხილავს. ქურთები დახმარებს აშშ-სგან იღებენ, რაც ნატო-ს მოკავშირეების უთანხმოების საფუძველია. ვითარება განსკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ-მა სირიაში 30 000 მებრძოლისგან შემდგარი სასაზღვრო უსაფრთხოების ძალების შექმნის გეგმა გაჟღერა. თურქეთის პროტესტის შემდეგ გეგმის განხორციელება შეჩერდა.