რუსეთის პირველმა არხმა, სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიამ და რადიო სახლმა „ოსტანკინომ“ ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადეს
რუსეთის პირველმა არხმა, სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიამ და რადიო სახლმა „ოსტანკინომ“ ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გასვლის შესახებ განაცხადეს.
როგორც კომპანიების განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება „არის პასუხი ამ წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან რუსეთის ჩამოცილებაზე“.
„ჩვენი მაუწყებლების ერთობლივ განცხადებაში კავშირის გადაწყვეტილება განიხილება, როგორც შეუფერებელი პოლიტიკური მსხვერპლშეწირვა მუსიკალურ ფორუმზე, რომელიც მის არაპოლიტიკურ სტატუსს ყოველთვის ხაზს უსვამდა.
კონკურსის ორგანიზატორებმა რუსეთი უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო ჩამოაცილეს.
ამავდროულად, მაგალითად, 2016 წელს, უკრაინელმა მომღერალმა, ჯამალამ გაიმარჯვა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში სიმღერით „1944“ – ეს კომპოზიცია ღია პოლიტიკური მანიფესტია, მაგრამ უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, კონკურსის ორგანიზატორებმა ბელარუსის დისკვალიფიკაცია მოახდინეს სიმღერის სახელწოდებით „მე გასწავლი“ გამო, პოლიტიკაზე მითითების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც რუსეთის პირველი არხის, სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიისა და რადიო სახლ „ოსტანკინოს“ განცხადებაშია ხაზგასმული, ეს მხოლოდ ორი მაგალითია მსგავსი გრძელი ხაზიდან, როდესაც „კონკურსის ორგანიზატორები ტერმინ „პოლიტიკის“ ინტერპრეტაციას მიუდგნენ მიკერძოებულად და შერჩევით, თითქოს ევროკავშირის ნებას ასრულებდნენ, ხოლო მასში ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრების ნახევარი არ შედის.“
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირი იქცა „კლუბად“, რომლის წევრებიც არათანაბარ პირობებში იმყოფებიან.