რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრი მიხაილ აბიზოვი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს
რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრი მიხაილ აბიზოვი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს

რუსეთის ღია მმართველობის ყოფილი მინისტრი და დიმიტრი მედვედევის მოკავშირე, მიხაილ აბიზოვი თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს.

რუსეთის მთავრობის ყოფილი წევრი ქვეყნის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა. სასამართლომ აბიზოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ყოფილმა მინისტრმა, თანამზრახველებთან ერთად ორი ენერგოკომპანია თაღლითურად მოატყუა და 62 მილიონი დოლარი ოფშორულ ანგარიშებზე გადარიცხა. კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხაილ აბიზოვი დანაშაულებრივ დაჯგუფებას 2011-2014 წლებში მეთაურობდა.

აბიზოვი მინისტრის თანამდებობას 2012-2018 წლებში იკავებდა და მთავრობიდან წასვლის შემდეგ იტალიაში და აშშ-ში ცხოვრობდა.