ვიტალი მუტკო, რომელიც რუსეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხებს კურირებდა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდა

23:11, 21.01.2020

ვიტალი მუტკო, რომელიც რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხებს კურირებდა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდა.

მუტკო 2018 წლიდან იკავებდა რუსეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ის ინფრასტრუქტურისა და ამასთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს კურირებდა.

რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ვლადიმერ პუტინმა დღეს დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის კაბინეტში მედვედევის მთავრობის 12 მინისტრი მოხვდა.

მსგავსი