ვიტალი მუტკო, რომელიც რუსეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხებს კურირებდა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდა
ვიტალი მუტკო, რომელიც რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხებს კურირებდა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში არ მოხვდა.
მუტკო 2018 წლიდან იკავებდა რუსეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ის ინფრასტრუქტურისა და ამასთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებს კურირებდა.
რუსეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ვლადიმერ პუტინმა დღეს დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის კაბინეტში მედვედევის მთავრობის 12 მინისტრი მოხვდა.