ისრაელში შს მინისტრს შესაძლოა, თაღლითობაში ბრალი წარუდგინონ
ისრაელში შს მინისტრს შესაძლოა, თაღლითობაში ბრალი წარუდგინონ

ისრაელის პოლიცია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდების წარდგენის რეკომენდაციით გამოდის.

გამოცემა The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციის გამოძიების თანახმად, არიეჰ დერი ეჭვმიტანილია თაღილითობაში, ნდობის დარღვევაში, სასამართლო პროცედურის შეფერხებაში, ფულის გათეთრებასა და საგადასახადო სამართალდარღვევებში, რომელიც მილიონობით შეკელს მოიცავს.

ისრაელის მედია წერს, რომ გამოძიების მასალები რამდენიმე დღეში პროკურატურას გადაეცემა.

გამოძიების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი სახელმწიფო ფონდებიდან ასობით ათას შეკელს ოჯახის წევრების მიერ მართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს აძლევდა. ისრაელის პოლიციაში აცხადებენ, რომ გამოძიება ბოლომდე დასრულებული არ არის.

არიეჰ დერიმ 1990-იან წლებში, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ქრთამის აღებისთვის 2000-2002 წლებში ციხეში გაატარა.