ბობსლეისა და სკელეტონის საერთაშორისო ფედერაციამ ოთხი რუსი ბობსლეისტი - ალექსანდრ ზუბკოვი, ალექსანდრ კასიანოვი, ილვირ ჰუზინი და ალექსეი პუშკარიოვი დისკვალიფიკაციით დასაჯა. მიზეზი ანტისადოპინგო წესების დარღვევაა.
დისკვალიფიკაციის ვადა – 2020 წლის დეკემბრამდეა. სპორტსმენების შედეგები 2014 წლის თებერვლიდან დღემდე – ანულირებულია. გარდა ამისა, ზუბკოვმა რუსეთის ბობსლეისა და სკელეტონის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს, რადგან ამ სასჯელის მიხედვით, შეუძლებელია მუშაობა ეროვნულ ფედერაციებში, – იტყობინება საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახური.
ზუბკოვმა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ორი ოქრო მოიგო, მაგრამ მისი შედეგები გაუქმდა. თუმცა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნის მიუხედავად, ჯერ მედლები არ დაუბრუნებია.