მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს რუსეთის დასჯის რეკომენდაცია მისცეს
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს რუსეთის დასჯის რეკომენდაცია მისცეს

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასკომმა სპეციალური კომისიისგან მიიღო რეკომენდაცია – ჩამოართვას რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს WADA-სთან შესაბამისობის სტატუსი. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

WADA-ს აღმასკომი 9 დეკემბერს, თავის რიგგარეშე სხდომაზე გამოიტანს გადაწყვეტილებას რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ადრე WADA-ს დაზვერვისა და გამოძიების სამსახურმა და დამოუკიდებელმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა შეისწავლეს მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემები და დოპინგსინჯების გაყალბებისა და მანიპულაციების კვალი აღმოაჩინეს.

WADA-ს სპეციალურმა კომისიამ ეს დოკუმენტები, ასევე რუსული მხარის ახსნა-განმარტება შეისწავლა და აღმასკომს რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სანქციების დაწესება შესთავაზა.

თუ აღმასკომი დაეთანხმება ამ რეკომენდაციებს, მაშინ რუსეთს უმკაცრესი სასჯელი ელოდება – საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებიდან ჩამოშორება.

დატოვე კომენტარი