ამერიკელები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ პროტესტს ამზადებენ
ამერიკელები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ პროტესტს ამზადებენ

ამერიკული სპორტის რამდენიმე ვარსკვლავმა გამართა მოლაპარაკებები, რომლის დროსაც იმსჯელეს – როგორ გამოხატონ უკმაყოფილება რუსეთის მიმართ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებაზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ ოთხი წლით მოკვეთა რუსეთი დიდი სპორტული ტურნირებიდან, მაგრამ, ამასთან, ნეიტრალური ათლეტების სტატუსით დაუშვა სტარტებზე ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც შეძლებენ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას.

Sportsmail ამტკიცებს, რომ ამერიკელი სპორტსმენები აპირებენ პროტესტის გამოხატვას მოვლენათა ამგვარი განვითარების წინააღმდეგ. განიხილება რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთია პროტესტის გამოხატვა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის მსვლელობისას. კერძოდ, ამერიკელები ფიქრობენ იმაზე, რომ არ ავიდნენ პოდიუმზე იმ შემთხვევაში, თუ იქ რუსებიც იქნებიან მედლების ასაღებად. ასევე შესაძლებელია პირდაპირ პოდიუმზე გარკვეული საპროტესტო ჟესტების დემონსტრირება.

ამგვარი განზრახვები მოდის იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ანტისადოპინგო სააგენტო ითხოვდა ნეიტრალური სტატუსითაც არ დაეშვათ რუსები ოლიმპიურ თამაშებზე.