რუსეთის ბრალი დოპინგ-სკანდალში მძიმდება
რუსეთის ბრალი დოპინგ-სკანდალში მძიმდება

გერმანული ტელეარხის ARD-ის ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და რუსეთის დაპირისპირების საქმეზე ახალი დეტალები გამოაცხადა.

„გამოჩნდა ახალი დამამძიმებელი გარემოებები რუსეთის წინააღმდეგ. ლაპარაკია მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემებით მანიპულირებაზე. ელოდებიან, რომ გაიცემა რეკომენდაციები რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზული სანქციების გამოსატანად, მათ შორის საუბარია ოლიმპიადიდან ამ ქვეყნის სრულად მოკვეთის შესახებ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს დღეებში მაქინაციების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება“, – დაწერა გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაიო ზეპელტმა საკუთარ „ტვიტერზე“.

ორი დღით ადრე გაირკვა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ რუსი სპორტსმენების 47 დოპინგ-საქმე განსახილველად საერთაშორისო ფედერაციებს გადასცა, შესაბამისად 47 რუს სპორტსმენს სერიოზული სანქციები ელოდება.

თუ მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემთა მანიპულიციები დამტკიცდება, რუსეთი შესაძლოა, ტოკიოს ზაფხულისა (2020) და პეკინის ზამთრის (2022) ოლიმპიადებზე არ დაუშვან.